მთავარი
მთავარი რელიგია
×
კრწანისის ბრძოლა
26დრო: 4-12-2019, 18:35


კრწანისის ბრძოლა ღალატის გამო არ წაგვიგია?!
რამდენიმე უცნობი დეტალი 1795 წლის კრწანისის ბრძოლის შესახებ
ნახვები: 2 295
ურწმუნო ერისმთავრის სასჯელი: დიდებული ქართული ტაძრის ისტორია
0დრო: 3-12-2019, 12:35


მცხეთის ჯვრის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში თავისი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობით. ტაძრის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ — იქ იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ აღმართა IV საუკუნის დასაწყისში (ამიტომ ეწოდა ტაძარს ეს სახელი. ეს ჯვარი ტაძრის აგებისას მის შიგნით მოექცა და ამჟამად მხოლოდ ძველი კვარცხლბეკიღაა დარჩენილი). ხის დიდ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველნი, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც. ამ სიწმინდის გამო მონასტრიდან წინამძღვრის კურთხევის გარეშე კენჭის წაღებაც არ შეიძლება.
ნახვები: 472
დავით მესამე (კურაპალატი)
0დრო: 2-12-2019, 00:40


980 წელს დავით მესამე დიდი (კრაპალატი)უი სამხრეთისაკენ გაეშურა, აიღო ქალაქი მანასკერტი (ვანის ტბასთან), იქიდან განდევნა არაბები და მათ ნაცვლად ჩაასახლა ქართველები და სომხები.
ნახვები: 579
მარაბდის ბრძოლის დეტალური განხილვა ნაწილი პირველი.
0დრო: 2-12-2019, 00:29
მარაბდის ბრძოლა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა, თუმცა ყიზილბაშებისთვის ეს პიროსის გამარჯვება გამოდგა, რადგან სწორედ მარაბდის ველზე განცდილი დიდი ზარალის შემდეგ ჩაიშალა შაჰ-აბასის განზრახვა, საბოლოოდ დაეპყრო და ირანის ნაწილად ექცია ქართლ-კახეთი, რომლის დაკავებასაც სეფიანთა ირანი შაჰ თამაზ I-ს დროიდან აქტიურად ცდილობდა, თუმცა თბილისის აღების მიუხედავად მთელი ქვეყნის დამორჩილებას თითქმის ვერასდროს ახერხებდა. მარაბდის ბრძოლა სწორედ შაჰ აბასის აგრესიული კავკასიური პოლიტიკის ნაწილი იყო და გულისხმობდა ამიერკავკასიის დამორჩილებას და ირანისთვის დაქვემდებარებას. მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან დიდმა ძალებმა მიიღეს. ეს იყო იმ დროინდელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა როგორც საქართველოზე, ასევე ირანის ექსპანსიურ პოლიტიკაზე კავკასიაში. მიუხედავად მარაბდასთან გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და შემოსული ირანული საარმიო ნაწილების განადგურება.
ნახვები: 728
ავტორიზაცია


დაგავიწყდა პაროლი?
რეგისტრაცია
აქტიური სტატიები
კალენდარი
«    მაი 2021    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?

 
 
 
© 2019 samefo.ge
ყველა საავტორო უფლება დაცულია!!!