კრწანისის ბრძოლა

კრწანისის ბრძოლა ღალატის გამო არ წაგვიგია?!
რამდენიმე უცნობი დეტალი 1795 წლის კრწანისის ბრძოლის შესახებ (ა. თაბუაშვილი)

ირანის მმართველის, აღა-მაჰმად ხანის, საქართველოში ლაშქრობისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ არაერთი გამოკვლევა არსებობს. შესაბამისად, ამ მოვლენებთან დაკავშირებით მრავალი დეტალია დაზუსტებული [იხ. შაიშმელაშვილი, 1965; ცინცაძე, 1969; კაკაბაძე, 1991; დუმბაძე, ცქიტიშვილი, 1973]. მიუხედავად აღნიშნულისა, კრწანისის ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები კვლავაც იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. ჩვენ ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ, აღნიშნულ საკითხის მკვლევართათვის აქამდე უცნობ ორი დოკუმენტზე, რომლებიც ირანისა და ქართლ-კახეთის სამეფოს დაპირისპირების ზოგიერთ დეტალს აზუსტებს.

პირველი მათგანი წარმოადგენს 1795 წლის 14 ივნისით დათარიღებულ ერეკლე II-ის წერილს აზნაურ ქაიხოსრო მურვანიშვილისადმი, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაცული ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ. საქმე ისაა, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლომდე გარკვეული არ არის ის ფაქტი, თუ რატომ ვერ მოახერხა წინასწარ საკმოდ კარგად ინფორმირებულმა ერეკლე II-მ აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ საკმარისი რაოდენობის ძალების თავმოყრა და რატომ აღმოჩნდა მრავალრიცხოვან მტრთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ თითქმის მოუმზადებელი?

კრწანისის ბრძოლის წინ ერეკლე II-ის მოუმზადებლობას აღნიშნულ საკითხის მკვლევრები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ივ. შაიშმელაშვილი ეყრდნობა არტემ არარატელის, ბუტკოვის და ალ. ჯამბაკურ ორბელიანის ცნობებს და აღნიშნავს, რომ ბატონიშვილთა და დიდ თავადთა გულგრილობამ გამოიწვია ქვეყნის დამარცხება [იხ. შაიშმელაშვილი, 1965: 29-47]. იასე ცინცაძემ, თუმცა, წყაროთა კრიტიკის ფონზე სამართლიანად უარყო ბატონიშვილთა და დიდ მოხელეთა ღალატის ფაქტები, მაგრამ კრწანისის ომში დამარცხება ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალ-ეკონომიკური და მმართველობის ჩამორჩენილი ფორმებიდან გამომდინარე კანონზომიერად ჩათვალა [იხ. ცინცაძე, 1969]. იმავე აზრს ავითარებს სარგის კაკაბაძე თავის ნაშრომში „კრწანისის ომი“ [კაკაბაძე, 1991: 158-160]. საერთოდ კი, საბჭოთა ისტორიოგრაფია დამარცხების მიზეზთა ძიებისას არ ითვალისწინებდა კონკრეტულ გარემოებებს და უმეტესად აქცენტს აკეთებდა ქართლ-კახეთის მმართველობის სისტემის უვარგისობაზე, ქვეყნის ჩამორჩენილობაზე და კრწანისის ტრაგედიასაც ამ კუთხით აფასებდა. ყოველივე ეს პირდაპირ უკავშირდება რუსეთის იმპერიის საქართველოში გაბატონების ლეგიტიმურობის მტკიცებას. მაგ. ივ. შაიშმელაშვილი გადმოგვცემს, რომ კრწანისის ბრძოლის შემდეგ „ქართველი ხალხი რუსეთთან მეგობრობის საიმედო საფარმა იხსნა დეგრადაციისა და განადგურების საშიშროებისაგან“ [შაიშმელაშვილი, 1965: 125]. საქართველოს ისტორიის ნარკვევებში აღნიშნულია, რომ „კრწანისის ტრაგედიის ერთი დიდი მიზეზი ქართლ-კახეთის ფეოდალური სახელმწიფოს შინაგანი დაუძლურება, მისი ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე იყო“ [დუმბაძე, ცქიტიშვილი, 1973: 766].

საბოლოოდ გაზიარებულია მოსაზრება, რომ ირანელთა ჯარების შეკრების გაცხადების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოშიც დაწყებულა შესაბამისი მზადება, მაგრამ სამხედრო ძალების მობილიზება არ იყო კარგად ორგანიზებული და აგვისტოს ბოლოსათვის მოხერხდა იმერთის სამეფოდან მხოლოდ 2000 კაცისა და ქართლ-კახეთის სამეფოდან 2-3 ათასი მოლაშქრის შეგროვება. ამის მიზეზად სახელდება ქვეყნის შინაგანი დაუძლურება და ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე, რის გამოც ერეკლე II მტერს მოუმზადებელი დახვდა [დუმბაძე, ცქიტიშვილი, 1973: 158-160].

ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Hd ფონდის # 14261 საბუთს წარმოადგენს, ერეკლე II-ის მიერ აღა-მაჰმად ხანის აგრესიის მოსაგერიებლად გატარებული თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ერეკლე II აზნაურ ქაიხოსრო მურვანიშვილისადმი გაგზავნილი წერილის დასაწყისში ეხება ყარაბაღის სახანოში გაგზავნილი ალექსანდრე ბატონიშვილის რაზმის ჯარისკაცებითა და სურსათით მომარაგებას, ჯაშუშების სათანადო ადგილებზე განწესებასა და სხვა საკითხებს. შემდეგ ერეკლე II აღნიშნავს: „...ღვთთის მოწყალებით ამ ორსაოდ დღეში ან ჩვენ წამოვალთ (ყარაბაღში) ხუთი ექვსი ათასის კაცით და ან ჩვენს შვილს იულონს გამოვისტუმრებთ. ამ ხუთს ექვს ათასს კაცს რომ ვიწერებით ესენი ახლა აქ გზას არიან და დღე დღეობით ემატებიან. ესენი ქართლისა და კახეთის ჯარი არის. ჯერ მთის კაცნი და უცხოს ქვეყნის ჯარები არ მოგვსვლიან. დაბარებულნი არიან და მოველით. და ჯერ ქართლისა და კახეთის ჯარი არცა მესამედი მოსულა და არც მთის კაცნი მოსულან, ჯერ არც იმერლები და არც ლეკები და ჯერ ღვთთის მოწყალებით იმგვარი ამბავი არა არისრა“ [ხეც., Hd_ 14261].

როგორც ვხედავთ, დოკუმენტი ერთგვარად განსაზღვრავს 1795 წლის ივნისის შუა რიცხვებში ქართლ-კახეთის სამეფოში ჯარის შეკრების ორგანიზების გეგმებს. ერეკლე II წერილში აცხადებდა, რომ რამდენიმე დღეში იბრეიმ ხანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის დასახმარებლად, რომელიც ქართული ჯარის ნაწილებით იმყოფებოდა ყარაბაღში, 5-6-ათასკაციან ჯარს გაგზავნიდა, რომელსაც ან თავად წარუძღვებოდა ან იულონ ბატონიშვილი. ერეკლე II-ის განცხადებით, ეს იყო ქართლ-კახეთის ჯარის მხოლოდ მესამედი და კიდევ მოელოდა ჯარს, რომელიც თანდათან იკრიბებოდა. გარდა ამისა, „მთის კაცნი“ და უცხო „ქვეყნის ჯარები“ დაბარებულნი ყოფილან და მეფე მათაც მოელოდა. „მთის კაცში“ ერეკლე, რა თქმა უნდა, ქართლ-კახეთის მთიანეთის, ანუ თუშ-ფშავ-ხევსურეთის, არაგვისა და ქსნის ხეობის მოსახლეობას გულისხმობდა. „უცხო ქვეყნის ჯარების“ შესახებ ინფორმაციას კი უფრო აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ „ჯერ არც იმერლები და არც ლეკები“ არ მოსულანო. ერთი სიტყვით, ერეკლე II-ის გეგმის მიხედვით 1795 წლის ივნისში უნდა შეკრებილიყო ქართლ-კახეთის ბარისა და მთის მოსახლეობიდან, დაახლოებით, 15-20-ათასკაციანი არმია. იმერეთის და დაღესტნელთა ჯარის ჩათვლით 1795 წლის ივნისის ბოლოსათვის სამეფო კარი უკვე შეკრებილ და დაბარებულ ჯართან ერთად სულ, დაახლოებით, 25000 კაცის მობილიზებას აპირებდა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესრულდა აღნიშნული გეგმა, საჭიროა ყურადღებით შევისწავლოთ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ წყაროთა მონაცემები. უპირველესად, აღსანიშნავია დარჩია ბებუთაშვილის ერთი კერძო წერილი ვინმე ისაიასადმი. წერილში აღნიშნულია: „ბატონიშვილი ალექსანდრე [ჯარით] ხომ დიდი ხანია გოგჩაზე (სევანის ტბა, - ა. თ.) ბრძანდება და ახლაც მისი უგანათლებულესობა ბატონიშვილი იულონ და მუხრან-ბატონი, ამილახვარი, - ეს სარდლები უმაღლესობამ (ერეკლე II-მ, - ა. თ.) გამოისტუმრა. არტილერიაც სრული ძალით გამოდგა. ღვთით და უმაღლესობის დოვლათით ვნახოთ, რას იმოქმედებს. გუშინ განჯიდამ კაცი მოვიდა ჯავათ-ხანისა, რომ აღა-მაჰმად-ხან ყარაბაღში მოვიდაო. ეს საეჭვო არის, სარდალი კი იქნება რომ მოსულიყოს. აქ დიდრონი ჯარები იყრება. პირიქით ლეკის ჯარი სულ ხვალ ან ზეგ შემოვა და იმერელიც (სოლომონ II , - ა. თ.) ახლა ქართლს მოსული იქნება“ (1795 წლის ივნისი) [კაკაბაძე, 1991: 82; Пурцеладзе, 1882: 61].

ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ ერეკლე II-ის 14 ივნისის წერილში აღნიშნული გეგმა, მართლაც, ხორციელდებოდა. დარჩია ბებუთაშვილი ადასტურებს, რომ ერეკლეს იულონ ბატონიშვილი მემარჯვენე სარდალ ამილახვართან და მემარცხენე სარდალ მუხრანბატონთან ერთად გაუსტუმრებია ყარაბაღში იბრეიმ ხანის და ალექსანდრე ბატონიშვილის დასახმარებლად. ბებუთაშვილი გაგზავნილი ჯარის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ, ცხადია, ის მართლაც ერეკლე II-ის 14 ივნისის წერილში გაცხადებული ციფრის ანალოგიური იქნებოდა, რადგან ჯარს მთელი არტილერია ახლდა. ზოგადად, ქართლ-კახეთის მცირე ჯარი არტილერიას არ ატარებდა. ამავე დროს, ერეკლე II, რომელმაც თითქმის მთელი თავისი შემოსავლები არტილერიის შექმნას მოახმარა, მცირე ჯართან ერთად არ გაგზავნიდა და დამარცხების შემთხვევაში მის დაკარგვას არ დაუშვებდა. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ერეკლე II-მ ივნისის მეორე ნახევარში ყარაბაღში დამატებითი 5-6- ათასკაციანი ჯარი გაგზავნა. ერთი სიტყვით, 1795 წლის ივნისის ბოლოსათვის ყარაბაღის სახანოს დასახმარებლად ერეკლე II-მ ორ ეტაპად, მინიმუმ, 7000 კაცი გაგზავნა ალექსანდრე ბატონიშვილის, იულონ ბატონიშვილის, ოთარ ამილახვრისა და იოანე მუხრანბატონის სარდლობით. იბრეიმ ხანისა და ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ჯარმა, ბუტკოვის ცნობით, 1795 წლის ივნისში გაანადგურა აღა-მაჰმად ხანის მიერ ყარაბაღის დასამორჩილებლად გაგზავნილი 10 000- კაციანი ჯარი [Бутков, 1869: 258]. წერილის ბოლოს აღნიშნულია, რომ, ყარაბაღის სახანოში გაგზავნილი ჯარის (დაახლოებით, 7000 კაცი) გარდა, თბილისში „დიდრონი ჯარები“ გროვდებოდა. წერილის კონტექსტიდან კარგად ჩანს, რომ „დიდრონ ჯარებში“ ბებუთოვი დაღესტნისა და იმერეთის ჯერ კიდევ მოუსვლელ ჯარებს არ გულისხმობდა. ბებუთოვის განმარტებით, დაღესტნის ჯარებს სრულად უახლოეს დღეებში მოელოდნენ და იმერლებიც 30 ივნისისათვის უკვე ქართლში უნდა ყოფილიყვნენ მისულნი. როგორც ვხედავთ, ერეკლე II-ის მიერ 14 ივნისს გაცხადებული გეგმა უტოპიური პერსპექტივა არ ყოფილა და მისი განხორციელება მართლაც დაწყებულა. ივნისის ბოლოსათვის დამატებით ყარაბაღში 5-6 ათასი კაცი გაუგზავნიათ და, მის გარდა, თბილისში „დიდრონი ჯარებიც იყრებოდა“. ყარაბაღში გაგზავნილ, დაახლოებით, 7000 ჯარისკაცის გარდა, „დიდრონ ჯარებში“ თუ ერთი ამდენს ვიგულისხმებთ, ცხადი ხდება, რომ 1795 წლის ივნისის ბოლოსათვის ერეკლე II-ს მხოლოდ ქართლ-კახეთიდან, დაახლოებით, 14-15 000 კაცის მობილიზება მოუხდენია.
ჯარის მობილიზება ქვეყანაში სრული მასშტაბით რომ ხორციელდებოდა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ყარაბაღიდან ახლად დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე 8 ივლისს მობილიზებას უკეთებს მის მიერვე ყარაბაღიდან ჩამოყვანილ მომთაბარე ელებს ყაზახსა და შამშადილუში [Brosset, 1857: 550].

ჯარების სრული მობილიზების ფაქტზე მეტყველებს, აგრეთვე, დ. ფურცელაძის მიერ გამოქვეყნებული 1795 წლის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ერეკლე II-ის ბრძანებას გლახა ჭავჭავაძისადმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავის საგამგებლო ტერიტორიაზე მსახლობელი თითოეული ოჯახიდან ერთი კაცი უნდა გამოიყვანოს და 30 ივნისს მეფესთან გამოცხადდნენ [Пурцеладзе, 1881: 29]. ცხადია, ანალოგიური ბრძანებები ეძლეოდა ქართლ-კახეთის სამეფოს ყველა მოურავსა და სამხედრო-სამობილიზაციო რგოლს. როგორც ამ დოკუმენტებიდან ჩანს, ქართლ-კახეთის ბარის რაიონებში კომლიდან თითო კაცის მობილიზება ხდებოდა.
ერეკლე II-ის წერილში აღნიშნული იყო, ასევე, რომ ჯარებს მოელოდნენ იმერეთიდან და დაღესტნიდან. დადასტურებული ფაქტია, რომ იმერეთის ჯარები ივლისის თვეში, მართლაც, ჩამოვიდნენ თბილისში და კრწანისის ბრძოლაში 2000 კაციც მონაწილეობდა. თუმცა, სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ ივნის-ივლისში იმერელთა გაცილებით დიდი რაოდენობის ჯარი უნდა მოსულიყო თბილისში. ს. კაკაბაძის აზრით, ყველაზე სანდო წყაროდ უნდა მივიჩნიოთ დავით თუმანიშვილის ცნობა, რომლის მიხედვითაც იმერეთის დამხმარე ჯარი 4000 კაცისაგან შედგებოდა [კაკაბაძე, 1991: 83]. მარი ბროსეს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 1795 წლის 18 ივლისით თარიღდება, აღნიშნულია, რომ სოლომონ II, რომელსაც დადიანი წყალდიდობის გამო ვერ გამოჰყვა, ჯარით გორში იმყოფებოდა და 1500 კაცით სარდალი ქაიხოსრო წერეთელი ფცაში იყო მისული და ქართლისაკენ მიემართებოდა [Brosset, 1857: 549].

როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, სოლომონ II-ის თანმხლები ჯარის გარდა, ქართლში ქაიხოსრო სარდალსაც მოუყვანია 1500 მოლაშქრე. ერთი სიტყვით, ივლისის თვეში თბილისში მართლაც უნდა შემოსულიყო იმერეთის ჯარი, რომელიც 4000-მდე მეომარს ითვლიდა.

ჩვენ ხელთ არსებული წყაროები გარკვეულწილად გვიდასტურებენ დაღესტნელ მთიელთა დაქირავების ფაქტსაც. მარი ბროსეს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში 1795 წლის ივლისში ფიქსირდება დაქირავებული ჯარი. აქ 2 თუმანს აძლევდნენ თითოეულ მეომარს, რომლებსაც ფრანგული თარგმანის მიხედვით „Daouthalabi“-ის ხალხად მოიხსენიებენ [Brosset, 1857: 550]. აგვისტოს დასაწყისში იგივე ხალხი სამხედრო ოპერაციებშიც იღებს მონაწილეობას. დაღესტნელთა დაქირავებული ჯარის ნაწილის „ჯამაგირით“ გასტუმრებას უნდა ასახავდეს დ. ფურცელაძის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც საუბარია 1795 წლის ზაფხულში 2870 მანეთის „ფარჩისა“ და ლურჯი საღებავის ლეკებისათვის გადაცემაზე [Пурцеладзе, 1882: 60].

1795 წლის ზაფხულში ქართლ-კახეთის სამეფოში სამხედრო ძალების, მათ შორის დაქირავებული ჯარების, მობილიზებას ადასტურებს, ასევე, გარსევან ჭავჭავაძის მოხსენება რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი, რომელშიც ქართველი თავადი აღნიშნავს: „...მეფესა ჩემსა... ჰყავს ახლანდელს დროებაში შეყრილი სხვა და სხვა ხალხი ჯარათ, რომლისაც თანამდევ არის მიცემად მათდა ყოვლისავე ჯამაგირისა...“[Цагарели, 1898: 117].

როგორც ვხედავთ, 1795 წლის ივნის-ივლისში ერეკლე II-ს, დაახლოებით, 20 000- კაციანი არმიის მობილიზება მოუხერხებია. ამავე დროს ერეკლემ ყარაბაღის ხანს სამხედრო დახმარებასთან ერთად 120 000 მანეთი გაუგზავნა [Бутков, 1869: 254]. იბრეიმ ხანმაც რამდენიმეათასკაციანი ჯარის მობილიზება შეძლო. საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი ერევნის სახანოც.

ჩანს, აღა-მაჰმად ხანი მოერიდა ერეკლე II-ის, იბრეიმ ხანისა და ერევნის ხანის გაერთიანებული ძალების წინააღმდე ბრძოლას. თბილისზე ლაშქრობის ნაცვლად, რისი შესაძლებლობაც მას ივლისში აშკარად ჰქონდა, განჯის ხანის უკვე გარკვეული პოზიციის გამო, მან სამი მიმართულებით დაძრა თავისი არმია: ერთი ნაწილი შირვანისაკენ გაგზავნა, მეორე ნაწილი - ერევნის ციხისაკენ, ხოლო ძირითადი ძალებით 8 ივნისს შუშის ციხეს მიადგა და ალყაში მოაქცია. თავის მხრივ, რუსეთის ჯარების დახმარების გარეშე ვერც ერეკლე II-მ გაბედა იბრეიმ ხანთან გაერთიანება და მტერთან გენერალური ბრძოლის ყარაბაღშივე გამართვა.

ირანის მმართველი თბილისზე ლაშქრობას განზრახ აჭიანურებდა. არც შუშის ციხეზე მიჰქონდა გადამწყვეტი იერიში და ერევანში მყოფ სარდლობასაც უბრძანებდა, რომ, შესაძლებლობის მიუხედავად, არ აეღოთ ერევნის ციხე და არც ხანი დაეპატიმრებინათ [Цагарели, 1902: 94-95].

ტაქტიკური თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია. აღა-მაჰმად ხანმა კარგად იცოდა, რომ დროის გაჭიანურებით საბრძოლო უპირატესობას დაეუფლებოდა, რადგან ერეკლე II დიდი ხნით ჯარებს ვერ შეინახავდა. იგი ამავე დროს მოადუნებდა ქართველთა ყურადღებას და მათ წარმატების ილუზიას შეუქმნიდა.

ამასობაში ერეკლე II-მ მოღალატე განჯის ხანის წინააღმდეგ ალექსანდრე და იულონ ბატონიშვილები გაგზავნა. აგვისტოს დასაწყისში მათ განჯა დაარბიეს. ამ ლაშქრობაში დაქირავებული დაღესტნელი მთიელებიც მონაწილეობდნენ [Brosset, 1857: 550].
8 აგვისტოს აღა-მაჰმად ხანმა შუშის ციხე მიატოვა და უკან დაიხია. ამით შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, მისი არმია სუსტი იყო. ამ ამბავს თბილისში სიხარულით შეხვდნენ. ერთ-ერთი დოკუმენტის ფრანგულ თარგმანში აღნიშნულია, რომ „აღა-მაჰმად ხანმა უკან დაიხია, როგორც ლტოლვილმა (დეზერტირმა), დატოვა ორი ზარბაზანი, კარვები, დროშები, სამხედრო აღჭურვილობა, ყუმბარები, ტყვია და დენთი და გაემართა ხუდაფრენის ხიდისაკენ (მდინარე არაქსის მიმართულებით, - ა. თ.)“ [Brosset, 1857: 550].

როგორც ჩანს, აგვისტოს დასაწყისში აღა-მაჰმად ხანის მოჩვენებითმა წარუმატებლობამ თავისი შედეგი გამოიღო და ქართველებმა ძალები მოადუნეს. ამავე დროს, ერეკლე II-ს რუსეთიდან დამაიმედებელი ცნობები მოსდიოდა. კავკასიის ხაზის გენერალი გუდოვიჩი გამორიცხავდა ირანელთა თბილისზე ლაშქრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერეკლეს დახმარებას ჰპირდებოდა. თანაც ზამთარი ახლოვდებოდა. ქართველი სარდლობა დარწმუნდა, რომ სპარსელები ამჯერად თბილისზე სალაშქროდ აღარ მოდიოდნენ და ჯარების დიდი ნაწილი დაითხოვა. ამ დროს უნდა დაეთხოვათ იმერელთა ის დაჯგუფება, რომელსაც ქაიხოსრო წერეთლი ხელმძღვანელობდა, დაღესტნელები (რომლებიც კრწანისის ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ) და ქართლ-კახეთის ჯარების ნაწილები. ჩვენს მოსაზრებას პირდაპირ ეხმაურება კრწანისის ბრძოლის მომსწრის, თბილისელი სომხის, სერობ რგიჩის, ნაშრომი „აღა-მაჰმად ხანის მიერ 1795 წლის 11 სექტემბერს დედაქალაქ თბილისის (ფაიტაკარანის) გადაწვის მოკლე ისტორია“, რომელიც კრწანისის ბრძოლიდან რამდენიმე თვეში დაიწერა. წყაროში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ერეკლე II-მ 1795 წლის ზაფხულში თავისი ჯარები დაშალა [სერობ რგიჩი, 1991: 119].

ერეკლე II-მ მხოლოდ 2000-კაციანი იმერეთის სამეფოს ჯარი და 2500 კაცამდე საკუთარი ჯარის ნაწილები დაიტოვა ერევნის სახანოში მყოფი სპარსული ნაწილების გასადევნად. აგვისტოს ბოლოს ერეკლე II სოლომონ II-სთან ერთად ერევნისაკენ გაემართა. საზღვართან მისულმა მეფემ ყაზახში Seityo აღა-მაჰმად ხანის თბილისისაკენ გამოლაშქრების ამბავი [Цагарели, 1898: 96-97]. მოკლე დროში არმიის ხელახალი მობილიზება ვერ მოხერხდა და ერეკლე II მცირე ძალებით დაუპირისპირდა ირანელებს. ერთი სიტყვით, 1795 წლის ივნის-აგვისტოში ჩატარებული თავდაცვითი ღონისძიებების მიუხედავად, აღა-მაჰმად ხანის სწორმა ტაქტიკურმა ნაბიჯებმა და რუსეთის იმპერიის დამაბნეველმა ქმედებამ ერეკლე II შეცდომაში შეიყვანა და ირანელებთან ომს მოუმზადებელი შეხვდა.

ჩვენს ხელთ არსებული მეორე დოკუმენტი წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Qd ფონდის # 9355 საბუთს. საბუთი გაცემულია ვახტანგ ბატონიშვილის მიერ თავად გიორგი ვეზირიშვილისადმი და ეხება უშუალოდ კრწანისის ბრძოლის საწყის ეტაპს. დოკუმენტს ამოწმებს ერეკლე II და, ამდენად, მის სანდოობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. დოკუმენტში აღნიშნულია: “ასტრაბადელი მაჰმად ასან ხანის შვილი აღა-მაჰმად ხან სპარსეთისა, არაყისა და არდიბეჟანისა და სხვას ურიცხვის ჯარით საქართველოს აღსაოხრებლად ტფილისის დიდად მახლობლად მოვიდა. მაშინ სეკდემბრის ათს, ორშაბათს დღეს, მათის უმაღლესობის ბრძანებით კრწანისის ბაღებთან თოფხანასთან ვიდექით და მოხდა იმგვარად რომ ჯარი არ გვახლდა, ასე მცირე ვიყავით რომ იმ ორის მაიორისა და ხუთსა ექვსს თოფჩს (მეზარბაზნეს, - ა. თ.) გარდა, თორმეტნი თუ იქნებოდნენ ჩემის ამალით და სხვათ. მოგვიხდა ყიზილბაშის ჯარი ორპირად, ერთი დასტა სოღანლუღის გზიდამ და მეორე კრწანისს ზემოთს კლდეზედ, იმ დროს ჩვენთან მოხველ და მანამდის ქალაქიდამ ჯარი გამოგვეშველებოდა ერთი საათი მეტი გასწია შეგვექნა დიდი ბრძოლა და შენ იმ ომში დიდად მჴნედ და სახელოვნად გაისარჯე...“ [ხეც. Qd -9355].

დოკუმენტში აღნიშნულია 10 სექტემბრის ბრძოლის დაწყების პერიპეტიები. როგორც ვხედავთ, ვახტანგ ბატონიშვილის მეთაურობით ქართველი გუშაგთა რაზმი და არტილერისტთა მცირე გუნდი ორ ოფიცერთან ერთად პირველი ჩაბმულა ბრძოლაში და მტერი ერთი საათის განმავლობაში შეუჩერებია. ასეთი მცირე ძალებით ირანელთა მრავალრიცხოვანი ძალების შეჩერება, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა, ფაქტია, მათ ეს შეძლეს. ამ წარმატების მიზეზი კი არტილერისტების ზუსტი მოქმედებით უნდა ავხსნათ. რომ არა მათი თავგანწირვა, აღა-მაჰმად ხანი დაიკავებდა ქართველთა საბრძოლო პოზიციას და მის ხელში აღმოჩნდებოდა ერეკლე II-ის უმთავრესი იარაღი - საველე ზარბაზნები, რაც უომრად დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. დოკუმენტიდან ასევე ისიც ჩანს, რომ ქართულ მხარეს კრწანისის ველზე თავდაცვითი პოზიციები წინასწარ ჰქონია მომზადებული და „თოფხანაც“, ანუ არტილერიაც, განულაგებია შესაბამის ადგილზე. მაგრამ ჩანს, ქართველი სარდლები აღა-მაჰმად ხანის ასეთ სწრაფ და უეცარ იერიშს არ მოელოდნენ.

აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით შემდეგი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი: კრწანისის ბრძოლაში ქართველთა მოუმზადებლობა გამოწვეული იყო არა შინაგანი ღალატით, ანდაც ქვეყნის დეცენტრალიზაციით, არამედ, ერთი მხრივ, მოწინააღმდეგის დამაბნეველი მოქმედებებით და, მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიის უპასუხისმგებლო პოლიტიკით. ერეკლე II-ის მიერ 1795 წლის ზაფხულში განხორციელებულმა აქტიურმა თავდაცვითმა ღონისძიებებმა აღა-მაჰმად ხანის დამაბნეველი და სწორი ტაქტიკური ნაბიჯების გამო შედეგი ვერ გამოიღო.
ფაქტები საქართველოდან-ს ფოტო.скачать dle 12.0

Похожие новости

Добавить комментарий

Автору будет очень приятно узнать обратную связь о своей новости.

კოდის განახლება

Комментариев 34

AndrewUnemi
AndrewUnemi 13 თებერვალი 2022 14:23
Danbuh
Danbuh 7 მარტი 2022 13:13
Скупка радиодеталей - объявления от скупщиков радиодеталей по всей россии. Есть старые платы или микросхемы, продавай их на нашем сайте.
esta visa
esta visa 14 მაი 2022 15:41
APPLY USA ESTA VISA APPLICATION ONLINE – ELECTRONIC TRAVEL AUTHORIZATION http://www.brillkids.com/ra.php?id=BKAFF64558&s=estatousa.com/et/abi-esta-j
aoks-voi-viisataotlus-ameerika-uhendriikide-jaoks [url=http://71240140.imcbasket.com/Card/index.php?direct=1&checker=&Owe
rview=0&PID=71240140466&ref=http://estatousa.com/et/abi-esta-jaoks-voi-
viisataotlus-ameerika-uhendriikide-jaoks]ameerika viisa [/url]
Antonioamact
Antonioamact 17 მაი 2022 19:16
Я против. ------- betx1 login Вы, наверное, ошиблись? ------- алиэкспресс новичкам промокод Большое спасибо за информацию. ------- of these мдаааааааа ------- here Это мне совсем не подходит. ------- it's a miracle Я извиняюсь, но, по-моему, Вы не правы. Могу отстоять свою позицию. Пишите мне в PM, поговорим. ------- this site Вы абсолютно правы. В этом что-то есть и я думаю, что это отличная идея. ------- For example. не пожалела! ------- промокода айхерб Это точно, идеалов нет ------- вавада 12
სტუმარი Michaelwek
სტუმარი Michaelwek 17 ივნისი 2022 10:36
Извиняюсь, но это мне не подходит. Может, есть ещё варианты? ------- итальянская кухня цена ew/. Извините за то, что вмешиваюсь… Мне знакома эта ситуация. Приглашаю к обсуждению. ------- стоимость аренды автокрана 25 тонн Подскажите, где мне узнать больше об этом? ------- подготовка к огэ по обществознанию Какая прелестная фраза ------- аудит налоговой проверки Я думаю, что Вы ошибаетесь. Предлагаю это обсудить. ------- https://opt24.store/product-category/produkty-pitaniya/hlopya/ Я думаю, что Вас ввели в заблуждение. ------- https://www.mayflor.ru/category/srezannye-tsvety/liziantus.html Стыд и срам! ------- smm followers panel К сожалению, ничем не могу помочь, но уверен, что Вы найдёте правильное решение. Не отчаивайтесь. ------- сигарета оптом магазин Рекомендую Вам посетить сайт, с огромным количеством информации по интересующей Вас теме. ------- накрутка лайков и просмотров в инстаграме Спасибо за помощь в этом вопросе, чем проще, тем лучше… ------- skaudanti nuospauda
ErnestWhife
ErnestWhife 24 ივლისი 2022 23:47
В этом что-то есть. Спасибо за объяснение. Я не знал этого. ------- перепланировка квартиры в сочи ew/. ржачно ------- https://www.antip-tools.de/installation/Kunstsstoffclip--Rohrclips--fuer-Kupfer
rohr/
Авторитетная точка зрения ------- https://opt24.store/product-category/produkty-pitaniya/zhevatelnaya-rezinka/ Охотно принимаю. Тема интересна, приму участие в обсуждении. Вместе мы сможем прийти к правильному ответу. Я уверен. ------- https://www.gdz.name/ Весьма любопытный топик ------- https://blockchainreporter.net/glossary/layer-2/ Совершенно верно! Мне нравится Ваша идея. Предлагаю вынести на общее обсуждение. ------- купить сигареты дешево белорусский Я думаю, что Вы не правы. Я уверен. Предлагаю это обсудить. Пишите мне в PM. ------- купить дешевые сигареты белорусские с доставкой Жаль, что сейчас не могу высказаться - очень занят. Но освобожусь - обязательно напишу что я думаю по этому вопросу. ------- программа для накрутки подписчиков в instagram Я уверен, что это — ложный путь. ------- ай херб сайт официальный Я считаю, что Вы не правы. Я уверен. Давайте обсудим. ------- https://1xbet-1x.com/app-download/
სტუმარი Richarddof
სტუმარი Richarddof 26 ივლისი 2022 09:52
забавно)) ------- купить тюльпаны в москве дешево в розницу Главное что когда смотришь спать не Хоцца! ------- магазин орхидей в москве Я извиняюсь, но, по-моему, Вы допускаете ошибку. ------- проекты домов из бруса сочи НЕТ СЛОВ ------- инструмент для станков купить Да, бывает же... ------- https://www.mayflor.ru/category/srezannye-tsvety/alstromeriya.html Что он замышляет? ------- кухни Рекомендую Вам посетить сайт, на котором есть много информации по этому вопросу. ------- kojines nuo diabeto Я вам не верю ------- https://www.sadoviy1.ru/odnoletniki/portulak.html Точная фраза ------- thuia Я думаю, что Вас обманули. ------- накрутка просмотров в инсте
Robertojuity
Robertojuity 18 სექტემბერი 2022 12:27
В этом что-то есть. Спасибо за помощь в этом вопросе, может я тоже могу Вам чем то помочь? ------- как получить паспорт румынии По моему мнению Вы не правы. Я уверен. Давайте обсудим это. Пишите мне в PM, пообщаемся. ------- https://opt24.store/product-category/katalog/napitki/holodnyy-chay/ Ваша идея великолепна ------- жк сочи По моему мнению Вы ошибаетесь. Могу отстоять свою позицию. Пишите мне в PM, пообщаемся. ------- строительство в сочи 2019 Не нервничайте, лучше опишите подробно ошибку. ------- накрутка просмотров instagram Жаль, что сейчас не могу высказаться - очень занят. Вернусь - обязательно выскажу своё мнение по этому вопросу. ------- накрутка подписчиков в инсте Как это можно определить? ------- купить кухню в ростове на дону Я думаю, что это хорошая идея. ------- https://kinolook.space/genre/%D1%82%D0%BE%D0%BA-%D1%88%D0%BE%D1%83 Зачот...класно... ------- https://mult34.com/ Шутки в сторону! ------- https://hentailoop.com/
DouglasGobia
DouglasGobia 18 ნოემბერი 2022 19:01
Давайте поговорим, мне есть, что сказать. ------- https://uristpravo.ru/ По моему мнению Вы ошибаетесь. Могу отстоять свою позицию. Пишите мне в PM, поговорим. ------- koju pirstu nuospaudu gydymas Замечательно, очень полезная мысль ------- https://pomogalka.me/5-klass/informatika/bosova-rabochaya-tetrad/ Ну и писанина ------- https://opt24.store/product-category/produkty-pitaniya/zhevatelnaya-rezinka/ Какая фраза... супер, замечательная идея ------- https://lordserial.press/serial/id644743-foto-drama-tvoreniya Не ломай себе голову над этим! ------- best cheap smm panel Я считаю, что Вы не правы. Я уверен. Давайте обсудим. Пишите мне в PM. ------- как накрутить подписчиков в инстаграме Замечательно, весьма забавная информация ------- как накрутить подписчиков в лайки Как специалист, могу оказать помощь. Я специально зарегистрировался, чтобы поучаствовать в обсуждении. ------- https://adm1ralxxx.info/ Не могу с вами не согласится. ------- https://vavadacasinocom.xyz/
specbalkonnuh
Derricksoins
ArthurBug
ArthurBug 25 დეკემბერი 2022 00:24
AbdulSep
AbdulSep 23 იანვარი 2023 12:15
სტუმარი JamesNuh
სტუმარი JamesNuh 16 მარტი 2023 13:30
Это же уже обсуждали недавно ------- https://gurava.ru/properties/show/7744 Извините за то, что вмешиваюсь… Но мне очень близка эта тема. Пишите в PM. ------- https://venro.ru/ понравилось ОДОБРЯЕМ!!!!!!!!!!! ------- https://opt24.store/product-category/lapsha_bystrogo_prigotovleniya/ Прошу прощения, что вмешался... Я здесь недавно. Но мне очень близка эта тема. Готов помочь. ------- https://www.medicina.lt/straipsniai/Nuospaudos-kaip-j%C5%B3-i%C5%A1vengti-ir-gy
dyti/13436
Клево!!! Вечером обязательно посмотрю ------- https://podology.shop/de/ Вы попали в самую точку. В этом что-то есть и я думаю, что это хорошая идея. ------- https://refix.lt/ Вы сами придумали такой бесподобный ответ? ------- сервис по накрутке подписчиков instagram Бесподобно))))))) ------- https://fmgcnc.ru/product/peskostrujnaja-ustanovka-s-2/ Я считаю, что Вы не правы. Я уверен. Давайте обсудим это. ------- https://mobile-appllication.com/marathon/ Эта мысль придется как раз кстати ------- https://vavadavcf.info/
სტუმარი JamesNuh
სტუმარი JamesNuh 17 მარტი 2023 18:56
Нештяк!)) 5+ ------- https://gurava.ru/properties/show/7585 Едва могу тому верить. ------- https://venro.ru/ Замечательно, это ценная информация ------- https://opt24.store/product-category/napitki/ Не могу сейчас поучаствовать в обсуждении - нет свободного времени. Вернусь - обязательно выскажу своё мнение. ------- https://sveikata.tv3.lt/straipsnis/iauges-nagas-negalavimas-kurio-nepatariama-g
ydyti-namuose-4126
Бесподобное сообщение, мне интересно :) ------- https://podology.shop/ Очень ценная штука ------- https://refix.lt/ Как раз то, что нужно, буду участвовать. ------- лайки инстаграм накрутка В этом что-то есть. Большое спасибо за помощь в этом вопросе, теперь я буду знать. ------- https://fmgcnc.ru/product/stanok-torce-shlifovalnyj/ Извините за то, что вмешиваюсь… Я разбираюсь в этом вопросе. Можно обсудить. Пишите здесь или в PM. ------- https://mobile-appllication.com/1win/ Авторитетный ответ, познавательно... ------- https://vavadavcf.info/
BillyRus
BillyRus 8 მაი 2023 13:59
Браво, какие нужные слова..., блестящая мысль ------- https://msk.modulboxpro.ru/arenda/ Согласен, полезная мысль ------- https://piterskie-zametki.ru/225063 как оказалось не зря=) ------- https://gurava.ru/geocities/29/%D0%A1%D0%B5%D1%80%D1%82%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%B2
%D0%BE?property_type=1&purpose_type=2
Не нравится - не читай! ------- https://portotecnica.su/article/show/id/96/ Это забавное мнение ------- https://opt24.store/product-category/shokolad_i_shokoladnye_batonchiki/shokolad
nye_yaytsa/
Быстрый ответ ))) ------- купить участок в сочи от собственника как раз в тему!!!!))))))))))))))))))))))))))))))))) ------- узаконить перепланировку в сочи бесспорно-впечатляет! ------- Подписчики инстаграм накрутка кое что есть норм. ------- https://venro.ru/ Эта тема просто бесподобна :) , мне очень интересно ))) ------- https://eldoradovcf.xyz/
BrentGaumb
BrentGaumb 29 მაი 2023 22:37
https://pq.hosting/de/vps-vds-slovakia-bratislava
MaryShorb
MaryShorb 30 მაი 2023 03:04
Hawkplay
Hawkplay 25 ივლისი 2023 14:37
Experience the thrill of winning from the comfort of your own home with Hawkplay
Lucky Cola
Lucky Cola 27 ივლისი 2023 14:26
Welcome to the exciting world of Online Casino, where thrill and excitement meet the opportunity https://www.luckycola.io/
LuckyCola888
LuckyCola888 26 აგვისტო 2023 10:33
Join us as we deep dive into our online games prizes. lucky cola
Lodibet
Lodibet 7 ოქტომბერი 2023 10:02
Your Quest Begins: Embark on an unforgettable adventure with us. ​Lodibet ​​​

NEGARA3034d
NEGARA3034d 8 ნოემბერი 2023 02:42
NEGARA303 merupakan situs permainan SLOT terpercaya aman.Situs ini offeran pergaman bermain yang luar biasa.Sebagai salah satu situs slot terpercaya pada tahun 2023, NEGARA303 telah menjadi mendapatan yang kuat bagi orang orang yang mitabidi permainan game daring online. gaming yang yang mendapat mendapat kerpercayaan pemain game online yang ingin mendapat pengaman bermain yang keren. Di tahun 2023, reputation NEGARA303 sebagai salah satu situs terpercaya dalam dunia game online semakin diperkokoh.
https://negara303.store/
https://clareng.com/?content=promosi 
https://potofu.me/negara303

https://www.negara303.shop/

Dengan koleksi permainan game online yang luas dan beramang, NEGARA303 memanjakan para pemainnya dengan varangal pilihan permainan slot yang menarik dan mengasyikkan. Sepiap Game Online didesain dengan grafis yang memukau dan fitur-fitur menarik, membuat etaip lapan menjadi pengaman yang tak terlupakan. NEGARA303 juga pretakaba varangan permainan slot dengan berimang tema menarikan, Agar pemain tidak saturati dalam bermain.
NEGARA303 also provides an RTP game online slot that makes it easier for players to win the game and earn more profits. .
 
 

NEGARA303 merupakan situs permainan SLOT terpercaya aman.Situs ini offeran pergaman bermain yang luar biasa.Sebagai salah satu situs slot terpercaya pada tahun 2023, NEGARA303 telah menjadi mendapatan yang kuat bagi orang orang yang mitabidi permainan game daring online. gaming yang yang mendapat mendapat kerpercayaan pemain game online yang ingin mendapat pengaman bermain yang keren. Di tahun 2023, reputnegara303ation NEGARA303 sebagai salah satu situs terpercaya dalam dunia game online semakin diperkokoh.
Sisiiwiwq
Sisiiwiwq 5 დეკემბერი 2023 23:25
шантаж фотографиями помощь
Помощь при шантаже личными фотографиями.Самая эффективная, шантажируют фото или видео пишите на сайте.
Mariotum
Mariotum 1 თებერვალი 2024 13:08
накрутка зрителей twitch https://uletay.net https://gorod.top/ https://todaynews.pro/ https://itnewshub.org/ https://cryptonewsdaily.pro/ https://nakrutka.me/